fbpx
ქუთაისიდან

3 ახალი მიმართულება თბილისის და ბათუმის აეროპორტიდან

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზარს საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flyadeal -ი უბრუნდება. როგორც თბილისისა და ბათუმის აეროპორტი -ის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, გასული წლის მსგავსად, Flyadeal -ი მიმდინარე წელსაც თბილისის მიმართულებით ფრენებს რიადიდან, ჯედადან და დამამიდან განახორციელებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

TAV Georgia-ში არსებულ განრიგზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ Flyadeal-ი ფრენებს ​ივნისიდან შემდეგი სიხშირეებით განაახლებს: რიადი-თბილისი-რიადი კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა კვირაში 3 სიხშირე და დამამი-თბილისი-დამამი კვირაში 2 სიხშირე.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flyadeal-ი საქართველოს ავიაბაზარზე გასულ წელს შემოვიდა და ფრენებს მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ახორციელებდა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia -ა. ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოა.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე ან მოგვწერე 500505068