2025 წლის 12 ოქტომბრიდან შენგენის ზონის ქვეყნებში სრულად ამოქმედდება ახალი შესვლის/გასვლის სისტემა (EES – Entry/Exit System).
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068რა არის EES და რას ნიშნავს ეს მოგზაურებისთვის?
EES არის ახალი, ავტომატიზებული ბიომეტრიული სისტემა, რომელიც არეგისტრირებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემსვლელი მოგზაურებს. ის შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტით (მაქსიმუმ 90 დღე 180-დღიან პერიოდში) სტუმრობენ.
საზღვრის გადაკვეთისას მოგზაურებს მოეთხოვებათ შემდეგი პროცედურების გავლა:
სამგზავრო დოკუმენტის წარმოდგენა;
ერთჯერადი ბიომეტრიული რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს:
ოთხი თითის ანაბეჭდის აღებას;
სახის ციფრული გამოსახულების გადაღებას.
მონაცემები ინახება სამი წლის განმავლობაში, რაც მომდევნო მოგზაურობების დროს პროცედურას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.
ვის არ ეხება EES რეგისტრაცია?
აღნიშნული პროცედურა არ ვრცელდება:
ევროკავშირის მოქალაქეებზე;
ევროკავშირის რეზიდენტებზე;
გრძელვადიანი ვიზების მფლობელებზე (ევროკავშირის ქვეყნებში).
რეგისტრაციის პროცესი შეიძლება გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვდეს, ამიტომ გირჩევთ აეროპორტში გაფრენამდე უფრო ადრე გამოცხადდეთ. ეს დაგეხმარებათ მშვიდად გაიაროთ ბიომეტრიული რეგისტრაცია, უსაფრთხოების შემოწმება და პასპორტის კონტროლი – ზედმეტი სტრესისა და ფრენის გამოტოვების გარეშე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდს:
🔗 https://travel-europe.europa.eu