Georgian Wings წარმოადგენს, ავიაკომპანია Geosky -ს შვილობილ კომპანიას, რომელიც თბილისის აეროპორტიდან რეისებს ასრულებს 2023 წლის 28 ივლისიდან. პირველი მიმართულება რომელიც ავიაკომპანიამ შეასრულა იყო თბილისი ბათუმის რეისი, კვირაში 12 სიხშირით. ავიაბილეთის ფასი იწყებოდა 170 ლარიდან. თუმცა ავიაკომპანიის გეგმები კიდევ უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, მალევე პირდაპირი საერთაშორისო ფრენებიც დაიწყო თბილისიდან ბაქოს მიმართულებით, ამჟამად კი კომპანია გეგმავს ფრენების დაწყებას ახალი მიმართულებით თბილისი კიშინოვი და თბილისი ბიშკეკი .
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068Georgian Wings ფლოტი
ავიაკომპანიის ფლოტში წარმოდგენილია ATR-72 ტიპის ლაინერი, რომელიც იტევს 70 მგზავრს. პრივილეგირებული ფორმატის ადგილები წარმოდგენილია სალონის წინა და უკანა მხარეს, ამ ტიპის ადგილების არჩევის საფასური შეადგენს 59 ლარს (დაახლოები 23$). ნებისმიერი ტიპის სავარძლის არჩევა სალონის შუა ნაწილში შესაძლებელია 15 ლარად, (დაახლოებით 6 $). ავიაკომპანია ჯორჯიან ვინგს ასევე შეემატა ახალი საჰაერო ხომალდი Boeing 737-300 , რომელიც უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია და 148 ეკონომ სავარძელს აერთიანებს, აღნიშნული ხომალდი უახლოეს პერიოდში დაიწყებს ახალი მიმართულებებით რეისების შესრულებას.
Georgian Wings განრიგი
თბილისი ბაქო – კვირაში ორი სიხშირით, ყოველ პარასკევ და კვირა დღეს.
თბილისი კიშინოვი – კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათ და შაბათ დღეს.
ტარიფები
Georgian Wings გთავაზობთ რამოდენიმე სატარიფო გეგმას:
ბარგის გარეშე – Promo Economy (5კგ ხელბარგი და სასმელები, ბილეთი არადაბრუნებადი და არაგადაცვლადი);
სტანდარტული – Basic Economy (ბილეთში ცვლილება შესაძლებელია გამგზავრებამდე 24+ საათით, ჯარიმით – 25 ევრო, წინა გეგმით გათვალისწინებული პირობებიც);
მოქნილი – Flex Economy (5კგ ხელბარგი, 10კგ ჩასაბარებელი ბარგი, სასმელები, თარიღის ცვლილება გამგზავრებამდე 24+ და არანაკლებ 24 საათით ადრე, ჯარიმა – 25ევრო. ავიაბილეთების დაბრუნება გამგზავრებადე 24+ საათით ადრე – ჯარიმა 35 ევრო);
სრული – Full Economy (7კგ ხელბარგი, 20კგ ჩასაბარებელი ბარგი, სასმელები, თარიღის ცვლილება ფრენამდე 24 საათით ადრე – ჯარიმა 20ევრო, ავიაბილეთის დაბრუნება ფრენამდე 24+ საათით ადრე, ჯარიმა 25 ევრო).
თბილისი ბაქო -ს მიმართულებით 1 გზის ფასი იწყება – 144 ლარიდან, ორმხრივი ავიაბილეთის ფასი იწყება – 302 ლარიდან.
თბილისი კიშინოვი -ს მიმართულებით 1 გზის ფასი იწყება – 203 ლარიდან, ორმხრივი ავიაბილეთის ფასი იწყება 395 ლარიდან.
გაითვალისწინეთ, რომ ბარგზე დასაშვები წონის გადაჭარბების შემთხვევაში დაგეკისრებათ დამატებითი გადასახადი.
რეგისტრაცია
ონლაინ რეგისტრაცია უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე, გარდა ამისა მგზავრს რეგისტრაციის გავლა აეროპორტშიც შეუძლია.