ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტი, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ან ე.წ კოპიტნარი – ქუთაისიდან 14 კილომეტრით, ხოლო დედაქალაქიდან 200 კილომეტრითაა დაშორებული. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა და 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა და რეგულარული რეისების მიღებაც დაიწყო.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

2022 წლის ოქტომბერში კი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რაც გამოწვეული იყო მგზავრთა ნაკადის მატებით და მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რეგიონში ერთადერთი აეროპორტია, რომელიც საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებს დაბალბიუჯეტიან ავიარეისებს სთავაზობს. აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 600 მეტრია. აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე მეტეოროლოგიური, სანავიგაციო სისტემებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ქუთაისის აეროპორტს შეუძლია ერთდროულად 600 მგზავრის და ოთხი თვითმფრინავის მიღება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში რეისების მართვაა შესაძლებელი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის და  ხელსაყრელი ინფრასტრუქტურის გამო, აეროპორტი სათადარიგო და ამავდროულად საკვანძო მნიშვნელობის აეროპორტია, რომელიც საქართველოს თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან აკავშირებს.

აეროპორტში რეგისტრაცია

დროული და შეუფერხებელი რეგისტრაციისთვის, სასურველია მგზავრი ქუთაისის აეროპორტში, ფრენამდე მინიმუმ 2 საათით ადრე გამოცხადდეს. რეგისტრაციის დახლის გახსნა-დახურვის დრო, მითითებულია მგზავრის ავიაბილეთში.

გაითვალსწინოთ! რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დროის გასვლისა და სარეგისტრაციო დახლის დახურვის შემდეგ, მგზავრები რეისზე აღარ დაიშვებიან.

ქუთაისის აეროპორტი -ს პარკინგი

აეროპორტის საპარკინგე სივრცე 124 ავტომობილს იტევს, რომელიც 24 საათიან მომსახურებას სთავაზობს მგზავრებსა და მათ ახლობლებს.

ტრანსპორტი

ქუთაისის აეროპორტი, დედაქალაქიდან 200 კმ-ის, ხოლო ბათუმიდან კი 120 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მგზავრს, ქუთაისის აეროპორტამდე ჩასვლა, როგორც პირადი ავტომობილის, ასევე ორი კერძო კომპანიის Georgian Bus და Omnibus Express ავტობუსით და მიკროავტობუსით შეუძლია, რომელთა ბილეთების შეძენაც შესაძლებელია, როგორც ონლაინ ასევე სატელეფონო ზარის საშუალებით.

ბანკები და ბანკომატები

ქუთაისის აეროპორტში, მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის, ლიბერთი ბანკის  და ქართუ ბანკის ბანკომატებით, რომლებიც განთავსებულია აეროპორტის ტერმინალის საერთო ზონაში.

ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც – კოპიტნარის აეროპორტი , ცნობილია ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სიმრავლით, მაგალთად ყველასათვის კარგად ნაცნობი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair, Wizz Air Abu Dhabi, FlyArystan, Belavia, Skyup.

პირდაპირი რეისები ქუთაისიდან სრულდება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა, მაგალითად: ვენა, სალონიკი, რიგა, ლარნაკა, ბუდაპეშტი, დორტმუნდი, რომი, მილანი, ვილნიუსი, ვარშავა, პარიზი, გდანსკი, ვროცლასი, ბარსელონა , ბუქარესტი, პრაღა და სხვა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wizzair უნგრული ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს, ის რეგიონში ფრენებს მხოლოდ ქუთაისის საერთშორისო აეროპორტიდან ასრულებს. ვიზეარი შესრულებული რეისებისა და იაფიანი ავიაბილეთების გათვალისწინებით პირველ ადგილს იკავებს.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა2 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 88
ბრატისლავა26 იანვარი 202730 იანვარი 2027ავიაბილეთები 166
სალონიკი6 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 179
პოზნანი28 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 183
ათენი23 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 206
ვენეცია24 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 218
მილანი4 თებერვალი 202711 თებერვალი 2027ავიაბილეთები 225
ვარშავა6 ნოემბერი 20269 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 242
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 254

Wizzair -ის ავიაბილეთებზე ექსკლუზიური ფასის მისაღებად დაგვირეკე 500505068 (Whatsapp/Viber) ან მოგვწერე ონლაინ ჩათში