ბათუმის აეროპორტი

ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის აეროპორტი – ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი – „ტავ აეროპორტების ჰოლდინგის“ ინვესტიციით აშენდა და 2007 წლის 26 მაისს გაიხსნა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

ტავ ჰოლდინგის მიერ დაპროექტდა და აშენდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალი, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და აეროდრომი. აღნიშნულ კომპანიას ბათუმის აეროპორტში ოპერირების უფლება, 20 წლის ვადით (2007-2027 წ.წ.) აქვს.

პანდემიის პერიოდში 2020 წელს, ბათუმის აეროპორტში, “ტავ ჰოლდინგმა” დამატებითი 17 მლნ-იანი ინვესტიცია განახორციელა და აეროპორტის განახლების სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2021 წლის მარტში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი ტერმინალი დაემატა. ამ მომენტისთვის აეროპორტს მილიონ 200 ათასამდე მგზავრის მომსახურება შეუძლია, რომლის მაჩვენებელიც 2007 წლისთვის მხოლოდ 40 000 იყო. განახლებული აეროპორტის ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

ბათუმის აეროპორტის განრიგი

ბათუმის აეროპორტიდან ფრენები სრულდება შემდეგი მიმართულებით:

სტამბოლი
თელ-ავივი
ერევანი
თეირანი
მინსკი
ასტანა

ავიაკომპანიები

ბათუმის აეროპორტში ფრენები სრულდება შემდეგი ავიაკომპანიების მიერ – Georgian Airways , Turkish Airlines , Pegasus Airlines , Arkia Israeli Airlines , Belavia , Ak Air , FlyDubai

იაფიანი ავიაბილეთის შესაძენად დაგვირეკე ან მოგვწერე ნომერზე 500505068

აეროპორტის სერვისები

ბათუმის აეროპორტში შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი სერვისებით, როგორიცაა – ბარგის შეფუთვის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო ბიურო, დაკარგული და ნაპოვნი ნივთები, TAV Passport Card, დაკარგული ბარგი, პრაიმკლას დარბაზი – საერთაშორისო ტერმინალი, ინტერნეტი, სამედიცინო პუნქტები, ბანკები და ვალუტის გაცვლის ოფისები, და სხვა.

ტრანსპორტი და პარკირება

ტრანსპორტი: მგზავრს ქალაქ ბათუმის ცენტრიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისკენ გამგზავრება შეუძლია მუნიციპალური ავტობუსი N10. მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 20 წუთს.

Პარკირება ბათუმის აეროპორტში

პარკირება: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, პარკირების სისტემა სრულად ეხმიანება, მომხმარებლის საჭიროებებს და გათვლილია 100 ავტომანქანაზე.

 

ავიაბილეთები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი11 ოქტომბერი 202612 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 317 -დან
ბაქო11 ოქტომბერი 202612 ოქტომბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 472 -დან
ჩელიაბინსკი27 სექტემბერი 202628 სექტემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 995 -დან
დუბაი10 ივნისი 202720 ივნისი 2027Flydubaiავიაბილეთები 1 805 -დან
ერევანი20 სექტემბერი 202624 სექტემბერი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 276 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი19 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 831 -დან
სტამბოლი11 ნოემბერი 202618 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 379 -დან
კრასნოდარი23 ოქტომბერი 202627 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 415 -დან
სამარა29 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 780 -დან
კაზანი24 სექტემბერი 202626 სექტემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 004 -დან