fbpx

12 რჩევა: როგორ ვიყიდოთ ავიაბილეთები დაბალ ფასად

ავიაბილეთების ფასი ძირითადად განისაზღვრება – კვირის დღეებით, სეზონით, ფრენამდე დარჩენილი დღეების რაოდენობითა და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორით, რომელთა შესახებას დღეს FlyAvia დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. გაეცანით ჩვენს რჩევებს თუ როგორ უნდა შეიძინოთ ავიაბილეთები ბიუჯეტურად და დაიწყეთ ფრენებზე თანხის დაზოგვა დღესვე.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

ავიაბილეთები დაბალ ფასად

ავიაბილეთების საუკეთესო ფასი დამოკიდებულია სეზონებზე. ზაფხულში ავიაბილეთის შეძენა უფრო მომგებიანია მოგზაურობამდე 15-25 დღით ადრე, შემოდგომაზე 30-60 დღით ადრე, ხოლო ზამთარში კი 2-3 თვით ადრე.

აირჩიეთ მოქნილი თარიღები, გადახედეთ თქვენთვის სასურველ პერიოდთან ახლო მდგომ თარიღებსაც. საკმარისია მოგზაურობის თარიღი გადაწიოთ 2-3 დღით და თქვენ უკვე შეძლებთ ავიაბილეთებზე თანხის მნიშვნელოვნად დაზოგვას.

რომელ დღეებში ვიყიდოთ ავიაბილეთები

ეცადეთ გამგზავრება-დაბრუნების თარიღები დაამთხვიოთ შუა კვირას, ყველაზე დაბალფასიანი ავიაბილეთების შეძენა უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ხოლო ყველაზე ძვირიანია შაბათ-კვირა და სადღესასწაულო დღეები, ამიტომ ეცადეთ დანიშნულების ადგილზე გაატაროთ დრო ზუსტად ამ დღეებში და გამოფრენა დაგეგმოთ იაფიან დღეებში.

ავიაბილეთები საღამოს და შუა ღამით გამოფრენით უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე დილის და დღის რეისები, ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ დამატებითი ხარჯები ტაქსზე, რადგან სხვა უფრო დაბალფასიანი ტრანსპორტი შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.

უმჯობესია aviabiletebi შეიძინოთ ორივე გზა ერთი ავიაკომპანიისგან, ერთი მიმართულების ავიაბილეთი შესაძლოა უფრო ძვირი ღირდეს ვიდრე ორმხრივი ავიაბილეთები.

იფრინეთ არასეზონურ პერიოდზე, მაშინ როდესაც ნაკლებია მოგზაურობები, რაც უფრო ნაკლებია მგზავრების რაოდენობა ავიაბილეთების ფასი უფრო ეცემა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მომგებიანი პერიოდი ფრენისთვი არის  ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის შუა პერიოდამდე და იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე.

ავიაბილეთები ფასდაკლებით

ეცადეთ გამოიწეროთ ავიაკომპანიების სიახლეების დაგზავნის სისტემა და პირველებმა გაიგოთ ფასდაკლებების და აქციების შესახებ. ავიაბილეთებზე ფასდაკლება ძირითადად მოქმედებს თებერვლიდან მარტამდე და ოქტომბრიდან ნოემბრამდე პერიოდში. თვალი მიადევნეთ „შავი პარასკევის“ და „კიბერორშაბათის“ აქციებს ნოემბერში. აგრეთვე ავიაკომპანიებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებები აქვთ კომპანიის დაბადების დღეზე.

შეეცადეთ გადაჯდომით იმგზავროთ ერთი ავიაკოპანიის ფარგლებში, ას მნიშვნელოვნად დაზოგავთ ფინანსებს. ყურადღება მიაქციეთ გადაჯდომებს შორის დროს და მგზავრობის მთლიან დროს.

იმგზავრეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით, მათ ყველაზე დაბალფასიანი ავიაბილეთები აქვთ. ეცადეთ არ შეიძინოთ დამატებითი, ფასიანი სერვისები, როგორიცაა – ბარგი, ადგილის არჩევა, კვება. ქუთაისის აეროპორტიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wizzair ­­­რომლის ავიაბილეთების ფასი იწყება 69 ლარიდან.

ბარგის უმჯობესია ავიაბილეთში შეიყვანოთ შეენისას, ბარგის მოგვიანებით დამატება, ავიაბილეთის ფასს საშუალოდ 29 % -ით აძვირებს.

ავიაბილეთების საიტი

ბიუჯეტური aviabiletebi -ს მოსაძიებლად გამოიყენეთ სპეციალიზირებული საძიებო საიტები როგორიცაა FlyAvia.Ge, რომლებიც ერთმანეთს ადარებენ ყველა ავიაკომპანიის და სააგენტოს ავიაბილეთს და მხოლოდ ყველაზე ოპტიმალურ ვერსიას გთავაზობენ შესაძენად.

ფლაიავია -ს ვებ გვერდი შესაძლებლობას გაძლევთ მოიძიოთ და შეადაროთ 700 -ზე მეტი ავიაკომპანიის და სააგენტოს შემოთავაზებები, აარჩიოთ საუკეთესო და შეიძინოთ ონლაინ 3 წუთზე ნაკლებ დროში და გადაიხადოთ ქართული ბარათით.

გარდა ონლაინ პლატფორმისა, FlyAviaGe გთავაზობთ პირადი ავია ასისტენტი -ს სერვისს, რომელიც გულისხმობს სატელეფონო ცენტრის მომსახურებას, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს სატელეფონო ცენტრს და თქვენი პირადი ავია ასისტენტი გადაგიმოწმებთ და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ ავიაბილეთს, რეზერვაციას კი 2 წუთზე ნაკლებ დროშიც შესაძლებელია. პირად ავია ასისტენტს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე 500505068

შეგიძლიათ გვესტუმროთ ოფისში – ლადო მესხიშვილის 21, ავლაბარი ან დაგვირეკეთ 500505068

გაითვალისწინეთ FlyAvia -ს ეს რეკომენდაციები, იმგზავრეთ ნაკლები ხარჯით და მეტი კომფორტით.