ევროკომისიამ 2025 წლის 12 ოქტომბერი დაადგინა შესვლის/გასვლის სისტემის (EES) თანდათანობითი დანერგვის დაწყების თარიღად, რომელიც ევროკავშირის გარე საზღვრებზე კონტროლის მოდერნიზებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახურმა განაცხადა.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068ახალი სისტემა იმუშავებს ევროპის 29 ქვეყანაში, მათ შორის შენგენის ზონასთან ასოცირებულ ქვეყნებში და გავრცელდება მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც მოკლე ვადით შედიან.
EES ავტომატურად ჩაიწერს შესვლისა და გასვლის თარიღებს და შეაგროვებს ბიომეტრიულ მონაცემებს – თითის ანაბეჭდებს, სახის ფოტოებს და სხვა ინფორმაციას მოგზაურობის შესახებ – რაც თანდათანობით გააუქმებს პასპორტის შტამპების საჭიროებას.
წყარო: European Commision