საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 5005050682025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, Lufthansa -ს ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი თბილისი ციურიხი ს მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ორწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines -ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.