azerbaijan airlines

აზერბაიჯანის ავიახაზებმა ბაქო ბათუმის რეისი გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის ეროვნული ავიაკომპანია, Azerbaijan Airlines (AZAL) ბათუმში ფრენებს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ AZAL -ის განცხადებაში წერია, რასაც სააგენტო, Trend ავრცელებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

კერძოდ, AZAL ბაქო ბათუმი ბაქო რეისებს 2025 წლის 12 იანვრის ჩათვლით გაახანგრძლივებს. ფრენები კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას შესრულდება.

AZAL -ის შეფასებით, რეისების გახანგრძლივება “მგზავრებს საშუალებას მისცემს, პოპულარულ ქართულ კურორტზე ზამთრის მგზავრობები კომფორტულად დაგეგმონ.”

ამასთან, ავიაკომპანიამ ბათუმის მიმართულებით 2025 წლის მარტის ბილეთების გაყიდვა გახსნა, რომელიც 14-დან 28 მარტამდე პერიოდს მოიცავს.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068