fbpx
საქართველო ჩინეთი

ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეიდან ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეეძლებათ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩინეთიდან ტურისტების რიცხვი გაიზრდება.

“ვმუშაობთ სხვა ბაზრებზეც, რათა ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. იცით, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში. ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერება და მეტი ინვესტიციების მოზიდვა და მეტი ტურისტის ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება დღეიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ეს წამახალისებელი მექანიზმი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის საქართველოში შემოსაყვანად”,- აცხადებს ღარიბაშვილი და დასძენს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩინელი ვიზიტორები ყველაზე სასურველად ითვლებიან.

500505068