fbpx

დუბაი – ტოპ 10 ადგილი რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

დღეისათვის დუბაი მიზიდულობის ცენტრია მილიონობით ტურისტისთვის, ის პოპულარულია როგორც სანაპირო დასვენებისთვის, აგრეთვე შოპინგისთვის. დღეს ამ სტატიაში მოგიყვებით ყველაზე საინტერესო ადგილებზე, რომელიც ამ მზიან მეგაპოლისში აუცილებლად უნდა მოინახულოთ. თქვენს წინაშეა დუბაის ღირშესანიშნაობები:

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

 

burj khalifa

ბურჯ ხალიფა – შეეხეთ ცის მწვერვალს

ბურჯ ხალიფა – ეს არ არის მხოლოდ ცათამბჯენი. ეს არის თანამედროევე ბრწყინვალების სიმბოლო. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, ის უნიკალურ საშუალებას მოგცემთ, რომ სრულფასოვნად ჩაეფლოთ დუბაის უნიკალურ ხედებში. ეწვიეთ დაკვირვების პლატფორმას და დატკბით საოცარი ხედებით და გადაიღეთ უნიკალური ფოტოები დაუვიწყარი მოგონებებისთვის.

 

dubai mall

დუბაი მოლი – Dubai Mall

შოპინგის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ სავაჭრო ცენტრი დუბაი მოლი. ეს არის მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ აბსოლიტიურად ყველაფერი, რასაც კი სული და გული მოისურვებს. ჩვეულებრივი სუპერმარკეტის პროდუქციიდან დაწყებული, პრემიალური და ლუქს ბრენდები დასრულებული. ასევე არ უნდა გამოგრჩეთ სავაჭრო ცენტრი ემირატების მოლი, სადაც პროდუქციის ძალიან დიდი არჩევანია.

დუბაის ფანტანი

დუბაის მოცეკვავე ფანტანები

ცალკე აუცილებლად სანახავ ადგილად მიიჩნევა მოცეკვავე ფანტანები, რომელიც დუბაის ცენტრშია, ბურჯ ხალიფას სიახლოვეს. რომლის შმქმნელები ამერიკელი ინჟინრები არიან. ზომები ნამდვილად შთამბეჭდავია. სიგრძე 275 მეტრს აღწევს, წყლის ჭავლი 150 მეტრ სიმაღლეს აღწევს. რეპერტუარი კი ძალიან მრავალფეროვანია – აქ შეგიძლიათ მოისმინოთ ისეთი მომღერლების ჰიტები როგორიცაა – უიტნი ჰიუსტონი და ანდრეა ბოჩელი.

 

პალმ ჯუმეირა

პალმ ჯუმეირა

პალმების კუნძულის გარეშე შეუძლებელია ამ არაბული ქალაქის წარმოვიდგენა. ხელოვნური არქიპელაგი შედგება სამი დიდი ნახევარკუნძულისგან, ასევე მინიატურული არქიპელაგებისა და პატარა კუნძულებისგან. კუნძულები ძალიან იზიდავს მდიდარ ინვესტორებს და ასევე ტურისტებს. ისინი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სადაც ყველაფერია კომფორტული ცხოვრებისთვის.

საოცრებათა ბაღი

დუბაის საოცრებათა ბაღი

თუ თქვენ გიყვართ ყვავილები და ასევე გაინტერესებთ ნამდვილი საოცრებების ნახვა. მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ დუბაის საოცრებათა ბაღს. სადაც თქვენ დაგხვდებათ 6 ჰეკტარზე გაშენებული 45 -ი სხვადასხვა სახეობის ყვავილი. იტალიელი და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით აღიმართა 800 მეტრიანი კედელი, დაწნული ცოცხალი მცენარეებისგან, მორტთული 10 მეტრიანი ყვავილოვანი პირამიდებით. ეს ადგილი არ უნდა გამოტოვოთ.

დუბაი მარინა

 

დუბაი მარინა – Dubai Marina

დუბაი მარინა – ქალაქის საოცრად ლამაზი რაიონია, სადაც ცათამბჯენების სილუეტები აირეკლება იახტების ნავსადგურის წყლებში, სადაც ტივტივებენ ყველაზე ძვირიანი იხტები.  აქ შეგიძლიათ წყალში გაისეირნოთ ან წახვიდეთ იქვე განხლაგებულ მაღაზიათ ცენტრში საშოპინგოდ. აუცილებლად შეიარეთ სუვენირების მაღაზიაში, შემდეგ კი ესტუმრეთ პლაჟს გასარუჯად ან ითამაშეთ პლაჟის ხელბურთი.

დუბაი საფარი

უდაბნოს მაგია: საფარი და მზის ჩასვლა დუბაის უდაბნოში

შეიგრძენით არაბული ღამის სუნთქვა, გაემგზავრეთ საფარის ტურში დიუნებზე. ქვიშის გორაკები და უსაზღვრო უდაბნო თქვენს პეიზაჟად გადაიქცევა. ხოლო მზის ჩასვლა კი ნამდვილ საოცრებად იქცევა.  ღია ცის ქვეშ, დაუვიწყარი პიკნინი უდაბნოში ამ ყველაფერს სძენს ავთენტურ შარმს.

დუბაი – კონტრასტების ქალაქია, სადაც თანამედროვეობა და ტრადიციები ერთმანეთს ერწყმის, რაც საუკეთესო გამოცდილებას ქმნის. ადგილები რომელიც ამ სტატიაშია მოცემული, დაგეხმარებათ წარმოიდგინოთ ამ ჯადოსნური ადგილის სიდიადე. დაგეგმეთ მოგზაურობა დუბაიში, რომელიც გაჩუქებთ დაუვიწყარ მომენტებს და შთაბეჭდილებებს.

 

როგორ ჩავიდეთ დუბაიში

დუბაიში გამგზავრება შესაძლებელია როგორც პირდაპირი რეისით თბილისიდან, აგრეთვე ქუთაისიდან Wizzair -ის დახმარებით ჩაფრინდეთ ჯერ აბუ დაბი -ში და შემდეგ ავტოტრანსპორტით გადახვიდეთ დუბაიში, აბუ დაბიდან დუბაიმდე დისტანცია – 150 კმ.

თბილისი დუბაი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 დეკემბერი 20246 იანვარი 2025პირდაპირიFlydubaiავიაბილეთები 1 284 -დან
27 დეკემბერი 20248 იანვარი 2025პირდაპირიFlydubaiავიაბილეთები 1 281 -დან
28 დეკემბერი 20243 იანვარი 2025პირდაპირიFlydubaiავიაბილეთები 1 297 -დან

ტურის დასაგეგმად ან იაფი ავიაბილეთებისთვის დაგვირეკე 500505068