fbpx
უვიზო მიმოსვლა

ევროკავშირის ქვეყნები სადაც უვიზოდ შეძლებთ გაემგზავროთ

ქართული პასპორტის მქონე პირს, ვიზის გარეშე მოგზაურობა 121 ქვეყანაში შეუძლია.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას, ასევე შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. ესენია:

ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი

მსოფლიო საპასპორტო ინდექსის ბოლო რეიტინგის თანახმად, საქართველო 50-ე ადგილზეა.

უვიზოდ მოგზაურობის წესები

1. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში
2. 90 დღიანი ვადა გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი შესაძლოა გაძევებულ იქნას ქვეყნიდან

რა დოკუმენტებია საჭირო უვიზოდ მოგზაურობისათვის

1. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.
2. ორმხრივი ავიაბილეთები
3. სასტუმროს მოქმედი ჯავშანი ან ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი
4. სამოგზაურო დაზღვევა
5. თანხა ხელზე

ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებაში რა თქმა უნდა FlyAvia დაგეხმარება დაგვირეკე 500505068 ან გვესტუმრე ოფისში, ლადო მესხიშვილის 21

500505068