wizzair

ქუთაისი ჰამბურგი პირდაპირი ფრენები განახლდა

დღეიდან კვირაში ორი სიხშირით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air -ი ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განაახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

უწყების ცნობით, უნგრულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები გერმანიის 5 ქალაქის მიმართულებით ხორციელდება. ჯამურად, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით 4 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 8 მიმართულებით ასრულებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წელს, ჯამურად, საქართველოს გერმანიიდან 78,644 ვიზიტორი ესტუმრა. 29 აპრილიდან WizzAir -ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან კიდევ ერთი, მადრიდის მიმართულებით განაახლებს ფრენებს. ხოლო 3 ივნისიდან სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.

ამ ეტაპზე დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.