ქუთაისი ვარშავა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა საქართველოდან. ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით ვარშავაზე და მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ შეიძინოთ ქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები იაფად.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068ვარშავა – ისტორიის, კულტურას და თანამედროევეობას აერთიანებს.
პოლონეთის დედაქალაქი, ვარშავა, თავისი მდიდარი ისტორიით, კულტურითა და თანამედროვე დინამიური ცხოვრებით იზიდავს უამრავ ტურისტს. განგაცვიფრებთ ძველი შენობების და თანამედროვე არქიტექტურის თანაცხოვრება, ხოლო, ქალაქის ძველი ქუჩები საუცხოოდ ერწყმის კოსმოპოლიტურ რაიონებს.
ისტორიული ღირშესანიშნაობები
ვარშავის, ძვირფასი ისტორიული მემკივდრეობიდან გამორჩეულია, სამეფო სასახლე, რომლიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღადგინეს. ძველი ქალაქი, რომელიც შესულია იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში, შესაძლებლობას აძლევს ვიზიტორებს გაიარონ და დაათვალიერონ ქუჩები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ისტორიული მოვლენების მოწმეები იყვნენ.
თანამედროვე არქიტექტურა და მწვანე ოაზისები
მდიდარი ისტორიულ მემკვიდრეობასთან ერთად, არსებობს ვარშავის თანამედროვე სახე. მილენიუმ ჰოლი და ოქროს ტერასა – თანამედროვე არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშებია. ამასთან ერთად ქალაქი ამაყობს დიდი პარკებით, სადაც ტურისტებს და ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ, დატკბნენ ბუნებით და დაისვენონ ქალაქის ხმაურისგან.
კულტურული მოვლენები
ვარშავა – ეს არ არის მარტო ისტორია, ის კულტურული ცენტრიცაა. უამრავი მუზეუმი, ისეთი როგორიცაა – ნაციონალური მუზეუმი, რომელიც არნახულ ექსპოზიციებს გვთავაზობს. კულტურული ფესტივალები, გამოფენები და კონცერტები მთელი ქალაქის მასთაბით მუდმივად იმართება, რაც მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს, სრულად ჩაეფლოს პოლონური კულტურის მრავალფეროვნებაში.
გასტრონომიული კვლევა
ვარშავა მასპინძლობს თავის სტუმრებს მდიდარი გასტრონომიული მრავალფეროვნებით. ძველი ქალაქის რესტორნები გვთავაზობენ ტრადიციულ კერძებს. თანამედროვე კულინარები კი აგრძელებენ სტუმრების გაკვირვებას ოროგინალური კულინარიული იდეებით. დამთვალიერებლებს აგრეთვე ელოდებათ უამრავი კაფე მეგობრული ატმოსფეროთი და გამორჩეული გემოებით.
შოპინგი და გართობა – ეს ნამდვილი სიამოვნებაა. ტრადიციული ბაზრობები, მყუდრო ბუტიკები და უზარმაზარი სავაჭრო ცენტრები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ყველა მოდური ბრენდი და ადგილობრივი დიზაინერების ნამუშევრები. ღამის კლუბები და უამრავი გასართობი ცენტრი კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას მატებს ქალაქის გართობას.
ტრანსპორტი
ქალაქს გააჩნია მოხერხებული და ეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, რაც მოიცავს მეტროს, ავტობუსებსა და ტრმვაის, რაც კიდევ უფრო მოქნილს და მოხრხებულს ხდის ვარშავაში გადაადგილებას.
FlyAvia -ს რჩევები
ვარშავის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი – ზაფხულია. კარგი იქნება თუ ძირითადი პოლონური სიტყვები გეცოდინებათ, მიუხედავ იმისა რომ პოლონელების დიდი ნაწილი ინგლისურად საუბრობს.
ქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები
საქართველოდან ვარშავაში შეგიძლიათ ჩაფრინდეთ პირდაპირი რეისით თბილისის აეროპორტი -დან ავიაკომპანია LOT -ით და ასევე ქუთაისის აეროპორტი -დან ავიაკომპანია Wizzair -ით.
ქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ FLYAVIA.GE -ზე ან დაგვირეკოთ 500505068