ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, British Airways -თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. British Airways -ი საქართველოს ავიაბაზარზე 2025 წლიდან შემოვა და მომდევნო წლის 30 მარტიდან, ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068“საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად პირდაპირი ფრენა ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ British Airways -ს აქვს ძალიან კარგი კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებით გაუმჯობესდება დაკავშირებადობა როგორც ბრიტანეთთან, ასევე ამერიკის კონტინენტთანაც, რადგან დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზე.
British Airways -ის საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. გარდა ამისა, ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო – ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას.
British Airways -ი მსოფლიოს 190 მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.
ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ასევე აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია”,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისი ლონდონი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
26 ოქტომბერი 2025 | 8 ნოემბერი 2025 | 3 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 502 -დან |
27 ნოემბერი 2025 | 8 დეკემბერი 2025 | 2 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 428 -დან |
2 დეკემბერი 2025 | 9 დეკემბერი 2025 | 2 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 391 -დან |
14 იანვარი 2026 | 21 იანვარი 2026 | 3 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 494 -დან |
28 თებერვალი 2026 | 1 მარტი 2026 | 2 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 522 -დან |
3 მარტი 2026 | 10 მარტი 2026 | 2 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 450 -დან |
1 აპრილი 2026 | 8 აპრილი 2026 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 838 -დან |
1 მაისი 2026 | 13 მაისი 2026 | 2 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 1 050 -დან |
30 ივნისი 2026 | 14 ივლისი 2026 | პირდაპირი | ![]() | ავიაბილეთები 987 -დან |
13 ივლისი 2026 | 19 ივლისი 2026 | 2 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 1 221 -დან |
13 აგვისტო 2026 | 22 აგვისტო 2026 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 1 071 -დან |
8 სექტემბერი 2026 | 15 სექტემბერი 2026 | პირდაპირი | ![]() | ავიაბილეთები 1 027 -დან |