ავიაბილეთების ფასების ზრდა შორ მანძილზე მგზავრობას ართულებს, რის გამოც რამდენიმე ქვეყანა ტურიზმის გასაძლიერებლად ვიზიტორების წახალისებას ცდილობს.
ტაივანი ერთ-ერთი მათგანია და ქვეყანაში ჩასული ყოველი ტურისტისთვის $165-ის შეთავაზებას გეგმავს. ამასთან, ფულად ჯილდოს მიიღებენ ტურისტული ჯგუფებიც.