fbpx
არასრუწლოვნები

რა დოკუმენტაცია და პროცედურები სჭირდება არასრულწლოვანს საზღვრის გადასაკვეთად

თუ შვილთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება გადაწყვიტეთ ან მარტოს უშვებთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ სამოგზაუროდ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარკვეული საფეხურები უნდა გაიაროთ. დღეს ზუსტად ამ პროცედურებზე ვისაუბრებთ.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეს საზღვრის გადასაკვეთად საერთაშორისო ბიომეტრიული პასპორტი ესაჭიროება.

არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების (ანუ ორივე მშობლის) ადგილზე თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობით ან  ნოტარიულად დადასტურებული ფორმით. თანხმობა ასევე შეიძლება გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციით.

არასრულწლოვან პირზე, საერთაშორისო პასპორტის გაცემა, მხოლოდ ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  1. თუ არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია
  2. თუ არასწრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი
  3. თუ მეორე კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლოს მიერ მიჩნეულია მხარდაჭერის მიმღებ პირად
  4. მეორე კანონიერი წარმომადგენელი, მიჩნეულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან/და გამოცხადებულია გარდაცვლილად
  5. თუ მეორე კანონიერ წარმომადგენელს, სასამართლოს მიერ შეჩერებული, შეზღუდული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება
  6. მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით
  7. მეორე კანონიერ წარმომადგენელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი ძალის მქონე ცნობით
  8. არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.

არასრულწლოვანი შვილისთვის, საერთაშორისო პასპორტის აღების დროს, მშობლები სპეციალურ ფორმას ავსებენ. ფორმის შევსებისას მათ გააზრებული უნდა ჰქონდეთ, რომ საერთაშორისო პასპორტი სამგზავრო დოკუმენტია, რომლის გაცემითაც ერთ მშობელს ეძლევა უფლება, შვილი საზღვრებს გარეთ მეორე მშობლის ნებართვის გარეშე გაიყვანოს. თუმცა მათ თახმობის უკან გატანა/გამოთხოვაც შეუძლიათ, რის შემდეგაც საერთაშორისო პასპორტი გაუქმდება და არასრულწლოვანი პირი, ორივე მშობლის თანხმობის გარეშე, საზღვარს ვერ გადაკვეთს.

საჭიროა თუ არა გამგზავრებაზე თანხმობის ნოტარიულად დამოწმება?

თუ საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე ქვეყნიდან, საერთაშორისო პასპორტის საშუალებით გადის და მას ახლავს ერთ-ერთი მშობელი, მეორე მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი საჭირო არ არის, თუმცა აუცილებელია კანონიერმა თანმხლებმა თან იქონიოს ბავშვის დაბადების მოწმობის დამოწმებული თარგმანი, მშობლობის დადასტურების მიზნით.

ქვეყნიდან 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის გასვლა სხვა სრულწლოვანის თანხლებით, თუ დროებით გადის ან დამოუკიდებლად ტოვებს ქვეყანას, აუცილებელი წინაპირობაა, ერთ-ერთი მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, ქვეყანა, რომელშიც არასრულწლოვანი მიემგზავრება და მოგზაურობის თარიღები.

თანხმობასთან ერთად, სასაზღვრო დეპარტამენტს უნდა წარუდგინოთ დაბადების მოწმობა და მშობლების პასპორტის ასლები. აუცილებელია ყველა დოკუმენტი გადათარგმნილი იყოს ინგლისურ ენაზე, შემდგომ კი ნოტარიულად დამოწმებული. წესრიგში უნდა იყოს სხვა დოკუმენტები, რომლებიც იმ ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთადაა საჭირო, რომელშიც არასწრულწლოვანი მიემგზავრება. მაგ. ვიზა, სამოგზაურო დაზღვევა, მოწვევა, სასტუმროს ჯავშანი და სხვ..

* გაითვალისწინეთ, რომ არასრულწლოვანი პირის მიერ, საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაცია ინგლისურენოვანი და ნოტარიულად დამოწმებული უნდა იყოს.

იაფი ავიაბილეთის შესაძენად დაგვირეკე: 500505068

500505068