კომპანია ფლაიავიამ დაგეგმა ჯგუფური ტური ეგზოტიკურ ტაილანდში (ბანგკოკი,ფხუკეთი,ფიფი)
ტურის ღიღებულებაა 1 ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში: 5500 ₾
მოგზაურობის პერიოდი:
18 – 27 ნოემბერი / 9 ღამე, 10 დღე
ტურის მარშრუტი
1 დღე
შეკრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენა ტაილანდის მიმართულებით.
2 დღე
ჩაფრენა ბანგკოკში და ტრანსფერი სასტუმრო Column Bangkok 4+* ში.
3 დღე
საუზმე სასტუმროში, შეკრება და ბანგკოკის ქალაქის ტურზე გამგზავრება.
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ქალაქის ულამაზეს ღირშესანიშნაობებს, გადავიღებთ ფოტოებს და ემოციებით დატვირთულები საღამოს თავისუფალ დროს სურვილისამებრ გამოვიყენებთ.
4 დღე
საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო შოპინგისთვის. საღამოს ადგილობრივი ღამის ცხოვრების აქტივობა.
5 დღე
საუზმე სასტუმროში, ტრანსფერი ბანგკოკის აეროპორტში და ფჰუკეტში გადაფრენა.
ფჰუკეტის აეროპორტიდან სასტუმრო Chanalai garden Resort 4* ში ტრანსფერი და ჩექინი. თავისუფალი დრო.
6-7 დღე
საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო სანაპიროზე გასარუჯად და საშოპინგოდ. საღამოს ადგილობრივი ღამის ცხოვრების აქტივობა Bangla Road ზე, რომელიც ყველაზე უნიკალურია მთელს ფჰუკეტზე
8 დღე
საუზმე სასტუმროში. ტური Phi Phi ის კუნძულებზე, რომელიც #1 სანახაობაა მოცემულ მხარეში. წარმოუდგენელი სილამაზის Maya Bay ის კუნძული, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმიდან ლეონარდო დიკაბრიოს მონაწილეობით, Blue Lagoon სადაც გავაჩერებთ იახტას და ვიცურავებთ.
დაბრუნება სასტუმროში
9 დღე
საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო შოპინგისა და რელაქსაციისთვის. საღამოს Bangla Road ზე ბარებსა და კლუბებში გართობა.
10 დღე
საუზმე სასტუმროში, ჩექაუთი, ტრანსფერი აეროპორტში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით.