თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოვიდა. ავიაკომპანია პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით ბოინგ 737-800 ხომალდით ასრულებს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068ოპერირების დაწყებას წინ უძღოდა ავიაკომპანიასთან ინტენსიური და აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.
პირველი რეისით პარიზის ორლის აეროპორტიდან 163 მგზავრი ჩამოფრინდა. მგზავრებს შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, TAV Georgia -ს გენერალური მენეჯერის მოადგილე აკაკი ბარქაია, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და სექტორის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.