wizzair

WizzAir ვენაში ოპერირებას წყვეტს

26 ოქტომბრიდან WizzAir ვენის აეროპორტიდან ოპერირებას ეტაპობრივად შეწყვეტს. შესაბამისად, უქმდება რეისები ვენა-ქუთაისის მიმართულებაც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კომპანია ავრცელებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

მათივე ცნობით, ფრენების ნაწილი 2025 წლის ოქტომბერში გაუქმდება, დანარჩენი კი 2026 წლის მარტამდე შეწყდება.

“Wizz Air-მა ვენის ბაზა 2018 წელს გახსნა. ამჟამად იქ ბაზირებული ფლოტი 5  Airbus A321neo თვითმფრინავისგან შედგება, რომელიც 28 მარშრუტს ახორციელებს 20 ქვეყანაში, რაც ავიაკომპანიის ძლიერი პოზიციის მაჩვენებელია ავსტრიაში.

თუმცა, ბაზის გახსნის შემდეგ ვენის აეროპორტში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხარჯები და გადასახადები. Wizz Air -ის სტრატეგიული ფოკუსი დაბალი ფასების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, რაც ხარჯების მკაცრ კონტროლს მოითხოვს. ამ პირობებში ვენიდან ოპერირება შეუსაბამო გახდა კომპანიის ძალიან დაბალბიუჯეტიან ბიზნეს-მოდელთან”, – აღნიშნულია Wizz Air-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068