ავიაკომპანია Condor საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს აახლებს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია Condor -ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება. მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ავიაკომპანია სამგზავრო ფრენებს ფრანკფურტი – თბილისი – ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ყოველდღიურად, Embraer 190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის ნებართვა 20 აპრილს მიანიჭა. იაფი ავიაბილეთებისთვის დაგვირეკე …
ავიაკომპანია Condor საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს აახლებს Read More »









