ჰოლანდიურმა კომპანია KLM დუბაის მიმართულებით ყველა ფრენა გააუქმა

ავიაკომპანია KLM აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო დუბაის მიმართულებით ყველა ფრენა 28 მარტამდე გააუქმა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

მანამდე დუბაის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დღეს დილით ორი დრონი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.

ავიაკომპანია აცხადებს, რომ მზად არის მგზავრთა სამშობლოში დასაბრუნებლად. კომპანიის ცნობითვე, ამ პროცესს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას.