fbpx
კუნძული

5 კერძო კუნძული, რომელთა დაქირავებაც წელს შეგიძლიათ – ნახეთ ფასები

სხვადასხვა ეგზოტიკურ მხარეში მდებარე კუნძულების შეძენა მდიდარ და ცნობილ ადამიანებს შორის დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს და ეს სიამოვნება მათ რასაკვირველია, ძალიან ძვირი უჯდებათ. მართალია, კოლოსალური ღირებულების გამო უამრავ ადამიანს კუნძულის ფლობა აუხდენელ ოცნებად ეჩვენება, თუმცა სინამდვილეში ის არც თუ ისე შეუძლებელია. დღეს მსოფლიოს გარშემო არაერთ ისეთ კუნძულს აღმოაჩენთ, რომელთა დაქირავებასა და იქ ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად დასვენებას შეძლებთ.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

ერთ-ერთი ასეთი კუნძული, ცენტრალურ ამერიკაში, ბელიზიში მდებარე გლადენია. მარჯნისა და თეთრი ქვიშით შემოსაზღვრული კუნძული ბელიზის ბარიერული რიფების ნაკრძალში მდებარეობს. გლადენის კერძო კუნძულზე ჩასულ დამსვენებელს ელეგანტური ვილა და მდიდრული კურორტისთვის დამახასიათებელი ყველა სერვისი დახვდება. კარიბის ზღვის თვალწარმტაცი ხედები კი, იქაურობას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. კუნძული 4 ადამიანს იტევს, ორი ღამის საფასური კი 3,950 დოლარს შეადგენს.

მდიდრული დასვენების მოყვარულებს გულგრილს არც ბაჰამის კუნძულებზე მდებარე კერძო კუნძული L’Hacienda დატოვებს. თეთრი ქვიშის სანაპირო, ესპანური დიზაინის ვილები, უზარმაზარი აუზი, ბილიარდი, სამაგიდო თამაშები და 16-კაციანი კინოთეატრი – ეს არის ის, რაც ამ ექსკლუზიურ კერძო კუნძულზე თქვენს განკარგულებაში იქნება. განსაკუთრებით საინტერესო შეთავაზებები კი, დაივინგის მოყვარულ დამსვენებლებს დახვდებათ. კუნძულზე დარჩენა ერთდროულად 16 ადამიანს შეუძლია. 8-სტუმარზე გათვლილი ვილა კი, ერთ დღე-ღამეში 28 000 დოლარად ფასობს.

ბაჰამის კუნძულზე კიდევ ერთი კერძო კუნძული, Over Yonder Cay ქირავდება. აქ ჩასულ დამსვენებლებს 4 ვილა ხვდებათ, ყოველი მათგანი კერძო სანაპიროთი და მდიდრული სერვისებით გამოირჩევა. თითოეული ვილა პირად სასადილოს, აუზსა და ჯაკუზისაც მოიცავს. ერთ დროს სათევზაო პუნქტი, ახლა მდიდრული დასვენების მოყვარულების საყვარელი ადგილია, რომელიც განახლებადი ენერგიის უახლესი სისტემებითაა აღჭურვილი. Yonder Cay-ს ერთდროულად 30 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია, ერთი ღამის საფასური კი 51 000 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ვირჯინიის კუნძულებს, აქედან ერთ-ერთის, ნეკერის დაქირავებაა შესაძლებელი, რომელიც კოსმოსური კომპანია Virgin Galactic-ის მფლობელ რიჩარდ ბრენსონს ეკუთვნის. კარიბის ზღვის საუცხოო მხარეში მდებარე ნეკერი 74 ჰექტარ ფართობზე მდებარეობს და ფირუზისფერი წყლებით, ქვიშიანი სანაპიროებითა და მარჯნის რიფებითაა გარშემორტყმული. კუნძულზე ერთ ღამის გატარება 40 ადამიანს შეუძლია, 1 ღამის ფასი კი 135,400 დოლარით განისაზღვრება.

იმ შემთხვევაში, თუ დასვენებას ფიჯის კუნძულებზე გსურთ, ღამეში 231 000 დოლარის გადახდით კერძო კუნძულ – Como Laucala-ს იქირავებთ. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კერძო კუნძული 25 ვილასა და აეროდრომს აერთიანებს. წყნარი ოკეანით გარშემორტყმულ ვილებში თქვენს განკარგულებაში ფუფუნების ყველა სერვისი დაგხვდებათ, მათ შორის კერძო ლაუნჯით, აუზითა და გარე აბაზანით ისარგებლებთ. როგორც კუნძულის მფლობელები იუწყებიან, ყველას, ვინც კუნძულის დაქირავებას გადაწყვეტს, წინ მდიდრული დასვენება და დაუვიწყარი თავგადასავალი ელის.

იაფი ავიაბილეთების და ტურების დასაჯავშნად დაგვირეკეთ 500505068

500505068