ინდური ავიაკომპანია IndiGo , 18 აგვისტოდან, საქართველოში ფრენებს იწყებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენების დასაწყებად აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 29 მაისს მიენიჭა.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068GCAA -ს განცხადებით, კომპანია დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე კვირაში სამჯერ იფრენს.
“საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 18 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება”, – აღნიშულია განცხადებაში.