აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -ს მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, 24 თებერვალს, დასაქმების ფორუმზე – ღია კარის დღეზე იწვევს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068როგორც ტავ ჯორჯია აცხადებს, ღია კარის დღე, 10:00-18:00 საათამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს გამგზავრების დარბაზში გაიმართება.
“დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნონ თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში.
„ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული”, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
ავიაბილეთები ექსკლუზიურ ფასში იყიდება flyAVIA.GE -ზე, დაგვირეკე 500505068 ან მოგვწერე ონლაინ ჩათში