fbpx
თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში, ბათუმის აეროპორტი კი, ათეულში მოხვდა

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში, ბათუმის აეროპორტი კი, ათეულში მოხვდა – TAV Georgia-ს ინფორმაციით, გამარჯვებულები Skytrax World Airport Awards 2023-ზე გამოაცხადეს, რომელიც ამსტერდამში გაიმართა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

„მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, სოფიას და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები.

Skytrax-ის 2023 წლის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულშია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი“, – აცხადებენ TAV Georgia-ში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში გაიმართა.

Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც, 1999 წლიდან, მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.

500505068