fbpx
ემიგრანტები

ემიგრანტები საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში გრანტს მიიღებენ – განაცხადის მიღება გრძელდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას აგრძელებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერა და ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება.

გრანტი მაქსიმუმ 4 000 ლარია. წლის განმავლობაში განაცხადების მიღება ორ ეტაპად ცხადდება და ჯამში, გრანტი 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება:

თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
გორი, სამების ქ. N1;
რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://idp.gov.ge/statement-118/ ” , – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავიაბილეთები ექსკლუზიურ ფასად ყველა მიმართულებით, დაგვირეკე ან მოგვწერე 500505068 (Whatsapp/Viber)

 

იაფი ავიაბილეთები

იაფი ავიაბილეთების კალენდარი