fbpx
ირლანდია

92 000 $ ირლანდიის კუნძულებზე ცხოვრების სანაცვლოდ – მთავრობის ინიციატივა

ირლანდიის ხელისუფლება დიდი ოდენობის ფულად გრანტს აწესებს მათთვის, ვინც ქვეყნის დასავლეთით, ველურ სანაპიროზე მდებარე 30-მდე კუნძულზე დასახლდება.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

თუმცა, თანხის მისაღებად მსურველებს გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილება მოუწევთ. კერძოდ, დაფინანსების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მსურველებმა რომელიმე კუნძულზე მდებარე უძრავი ქონება უნდა შეიძინონ

„ჩვენი „ცოცხალი კუნძულების“ სქემის მიხედვით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე დაუსახლებელ კუნძულებზე ცხოვრების მსურველებს 84 000 ევრომდე (დაახლოებით 92 000 დოლარი) თანხას ვთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ კუნძულები, სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი ფილმის, მაგალითად, „The Banshees of Inisherin“-ისა თუ „Árainn Mhór“-ის გადასაღებ ლოკაციად გამოიყენებოდა.

ჩვენი პოლიტიკის მიზანია, ამ კუნძულებზე ცარიელი ან მიტოვებული შენობები განახლდეს, მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს და იქ სიცოცხლე რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“, – ნათქვამია ირლანდიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ამ პოლიტიკის განხორციელების შედეგად ჩვენ დავინახავთ უფრო მეტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ამ კუნძულებზე, მიუხედავად იმისა, თუ სად არის მათი დამსაქმებლის სათავო ოფისი“, – განაცხადა სოფლისა და საზოგადოების განვითარების მინისტრმა, ჰეზერ ჰამფრისმა.

ახალი ინიციატივა 1 ივლისიდან ამოქმედდება.

500505068