მათ, ვისაც მოგზაურობა უყვარს, ცვლილებები ელოდებათ. უფრო ზუსტად კი 2023 წლის ბოლოდან ევროპის მონახულება ფასიანი ხდება. მოგზაურებმა შენგენის ზონაში ჩასასვლელად ახლა პროცედურა უნდა გაიარონ.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068მოგზაურობის მსურველებმა განაცხადი გამგზავრებამდე წინასწარ, ელექტრონულად უნდა შეავსონ და 7 ევრო გადაიხადონ.
ETIAS-ი, ანუ ევროპაში მოგზაურობის ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა – ეს არის ევროპის ქვეყნებში შესვლის მოთხოვნა მათთვის, ვისაც შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის ვიზა არ სჭირდებათ. ეს არ არის იგივე, რაც ვიზა. კეთდება ონლაინ და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას. ამ სისტემის ამოქმედების მიზანი კი ევროპაში უსაფრთხო მოგზაურობას ემსახურება.
მოგზაურებმა აპლიკაციის შევსებისას კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმებიც უნდა გაითვალისწინონ. მათ შორის, თუ გადაწყვეტილება უარყოფილია, მოგზაურებს შეუძლიათ, გაასაჩივრონ.
ამის პარალელურად კი ევროკავშირი მიგრანტების მიღების წესებს ამკაცრებს და დეპორტაციას ამარტივებს. ბოლო მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მოთხოვნა, 2020 წელთან შედარებით, 69%-ით გაიზარდა, წევრ სახელმწიფოებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი 28%-ით.
ETIAS-ის ავტორიზაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება 3 წლის განმავლობაში ულიმიტო რაოდენობის შესვლებზე. თუმცა მისი მფლობელები უნდა დაემორჩილონ იმიგრაციის წესებსა და ქვეყანაში დარჩენის ლიმიტებს.
წყარო: euronewsgeorgia.com