fbpx
ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტიდან ახალი მიმართულებით შესრულდება ფრენები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან ქუთაისი-აზერბაიჯანის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განხორციელდება. ამის შესახებ ირაკლი ქარქაშაძემ BMGtv-ის გადაცემა „საუბრები ავიაციაზე“ ისაუბრა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა.

„ფინალურ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკება და უახლოეს დღეებში ერთობლივად დავაანონსებთ ჩვენ მეზობელ ქვეყანა აზერბაიჯანში ქუთაისიდან პირდაპირი ფრენების შესახებ ინფორმაციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე განხორციელდება“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დღეს ქუთაისის აეროპორტი განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც მას მხოლოდ ბიუჯეტურ ფრენებთან ერთად სხვა ტიპის მომსახურების გაწევაც შეუძლია.

წყარო: bm.ge