fbpx
ისრაელში ლეგალურად დასაქმება

ისრაელში ლეგალურად დასაქმება: საქართველოსა და ისრაელის მთავრობებმა გააფორმეს შეთანხმება

ჩვენ გვაქვს შეთანხმება, საქართველოსა და ისრაელის მთავრობებმა გააფორმეს შეთანხმება მომვლელად ადამიანების დასაქმებისთვის სამუშაო ადგილების საკმაოდ დიდ კვოტაზე, იმისთვის, რომ მათ ისრაელში ჩამოსვლა და ლეგალურად მუშაობა შეძლონ , – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადიმ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

მისი თქმით, საქართველოს და ისრაელის მთავრობები ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების სფეროების გაფართოების საკითხს განიხილავენ.

“მოვუწოდებ ყველას, ვინც დაინტერესებულია ისრაელში მუშაობით, საუბარია არა სამუდამო, არამედ მცირე პერიოდზე. მოვლის ბიზნესში დასაქმების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. დიახ, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან განვიხილავთ დასაქმების სფეროების გაფართოებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს განხორციელდება მთავრობის ეგიდით და მტკიცე შეთანხმებით”, – აღნიშნა ელჩმა.

იაფი ავიაბილეთები ისრაელში

იაფი სასტუმროები