ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტი, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ან ე.წ კოპიტნარი – ქუთაისიდან 14 კილომეტრით, ხოლო დედაქალაქიდან 200 კილომეტრითაა დაშორებული. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა და 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა და რეგულარული რეისების მიღებაც დაიწყო.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

2022 წლის ოქტომბერში კი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რაც გამოწვეული იყო მგზავრთა ნაკადის მატებით და მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რეგიონში ერთადერთი აეროპორტია, რომელიც საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებს დაბალბიუჯეტიან ავიარეისებს სთავაზობს. აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 600 მეტრია. აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე მეტეოროლოგიური, სანავიგაციო სისტემებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ქუთაისის აეროპორტს შეუძლია ერთდროულად 600 მგზავრის და ოთხი თვითმფრინავის მიღება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში რეისების მართვაა შესაძლებელი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის და  ხელსაყრელი ინფრასტრუქტურის გამო, აეროპორტი სათადარიგო და ამავდროულად საკვანძო მნიშვნელობის აეროპორტია, რომელიც საქართველოს თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან აკავშირებს.

აეროპორტში რეგისტრაცია

დროული და შეუფერხებელი რეგისტრაციისთვის, სასურველია მგზავრი ქუთაისის აეროპორტში, ფრენამდე მინიმუმ 2 საათით ადრე გამოცხადდეს. რეგისტრაციის დახლის გახსნა-დახურვის დრო, მითითებულია მგზავრის ავიაბილეთში.

გაითვალსწინოთ! რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დროის გასვლისა და სარეგისტრაციო დახლის დახურვის შემდეგ, მგზავრები რეისზე აღარ დაიშვებიან.

ქუთაისის აეროპორტი -ს პარკინგი

აეროპორტის საპარკინგე სივრცე 124 ავტომობილს იტევს, რომელიც 24 საათიან მომსახურებას სთავაზობს მგზავრებსა და მათ ახლობლებს.

ტრანსპორტი

ქუთაისის აეროპორტი, დედაქალაქიდან 200 კმ-ის, ხოლო ბათუმიდან კი 120 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მგზავრს, ქუთაისის აეროპორტამდე ჩასვლა, როგორც პირადი ავტომობილის, ასევე ორი კერძო კომპანიის Georgian Bus და Omnibus Express ავტობუსით და მიკროავტობუსით შეუძლია, რომელთა ბილეთების შეძენაც შესაძლებელია, როგორც ონლაინ ასევე სატელეფონო ზარის საშუალებით.

ბანკები და ბანკომატები

ქუთაისის აეროპორტში, მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის, ლიბერთი ბანკის  და ქართუ ბანკის ბანკომატებით, რომლებიც განთავსებულია აეროპორტის ტერმინალის საერთო ზონაში.

ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც – კოპიტნარის აეროპორტი , ცნობილია ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სიმრავლით, მაგალთად ყველასათვის კარგად ნაცნობი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair, Wizz Air Abu Dhabi, FlyArystan, Belavia, Skyup.

პირდაპირი რეისები ქუთაისიდან სრულდება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა, მაგალითად: ვენა, სალონიკი, რიგა, ლარნაკა, ბუდაპეშტი, დორტმუნდი, რომი, მილანი, ვილნიუსი, ვარშავა, პარიზი, გდანსკი, ვროცლასი, ბარსელონა , ბუქარესტი, პრაღა და სხვა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wizzair უნგრული ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს, ის რეგიონში ფრენებს მხოლოდ ქუთაისის საერთშორისო აეროპორტიდან ასრულებს. ვიზეარი შესრულებული რეისებისა და იაფიანი ავიაბილეთების გათვალისწინებით პირველ ადგილს იკავებს.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი12 ნოემბერი 202526 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 136
ლარნაკა22 დეკემბერი 20255 იანვარი 2026ავიაბილეთები 136
მილანი2 იანვარი 20269 იანვარი 2026ავიაბილეთები 164
სტამბოლი16 ოქტომბერი 202523 ოქტომბერი 2025ავიაბილეთები 180
ვენეცია23 დეკემბერი 202510 იანვარი 2026ავიაბილეთები 183
პოზნანი15 ნოემბერი 202520 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 200
მემინგენი20 დეკემბერი 202510 იანვარი 2026ავიაბილეთები 201
ათენი24 დეკემბერი 202531 დეკემბერი 2025ავიაბილეთები 205
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026ავიაბილეთები 232

Wizzair -ის ავიაბილეთებზე ექსკლუზიური ფასის მისაღებად დაგვირეკე 500505068 (Whatsapp/Viber) ან მოგვწერე ონლაინ ჩათში