fbpx
ბარგი

რა დაემართება თქვენს ჩემოდანს, თუ ის აეროპორტში დაგავიწყდათ

აეროპორტში ბარგის დავიწყება არც ისე რთულია – მგზავრი შესაძლოა გაერთოს Duty FREE -ს მაღაზიებში ან კაფეში, შემდეგ კი სიჩქარეში დაავიწყდეს ბარგი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

თუ ვინმე აღმოაჩენს აეროპორტის ტერმინალში მიტოვებულ ბარგს, აეროპორტი ვალდებულია აამოქმედოს უსაფრთხოების სპეციალური ზომები. ამიტომაცაა რომ აეროპორტის დიქტორები ხშირად იმეორებენ და მგზავრებს ახსენებენ რომ არ მიატოვონ ბარგი უყურადღებოდ.

რა მოხდება თუ მგზავრს მაინც დარჩა ბარგი აეროპორტში?

მას შემდეგ, რაც ვინმე აღმოაჩენს აეროპორტში მიტოვებულ ბარგს, ნივთებთან საპოლიციო ძალებთან ერთად მუშაობას დიწყებს უსაფრთხოების სპეციალური სამსახური.

მგზავრებს რომელთაც ბარგი უყურადღებოდ რჩებათ და შემდეგ ავიწყდებათ ის აეროპორტში ძალიან ბევრ საფიქრალს უჩენენ აეროპორტებს. ასეთი შემთხვევები აეროპორტებში კვირაში რამდენჯერმეც კი ხდება.

თავდაპირველად უსაფრხოების სამსახური ამოწმებს კამერის ჩანაწერებს, რითაც ზოგიერთ შემთხვევაში პოულობენ ბარგის პატრონს და უბრუნებენ შემდეგ დაკარგულ ჩემოდანს.

თუ კამერების დახმარებით ვერ ხერხდება მგზავრის პოვნა, ასეთ დროს ბარგს ამოწმებენ უსაფრთხოებაზე, რაიმე საფრთხის შემცველი ხომ არ დევს ბარგში. როდესაც უსაფრთხოების სამსახური დარწმუნდება რომ ბარგი უსაფრთხოა, მას გადასცემენ უკვე დაკარგული ბარგის საპეციალურ სამსახურს Lost & Found, მგზავრიც შემდგომში ამ ოფისს უნდა დაუკავშირდეს ბარგის დასაბრუნებლად.

ბიუჯეტური ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკეთ 500505068

500505068