fbpx
virgin galactic

Virgin Galactic -მა კოსმოსში პირველი კომერციული ფრენა განახორციელა

ხუთშაბათს Virgin Galactic -მა შეასრულა თავისი პირველი კომერციული ფრენა, ოთხი მგზავრი სუბორბიტალურ სივრცეში გაგზავნა და უკან დედამიწაზე დააბრუნა. ინფორმაციას Space.com ავრცელებს. Virgin Galactic -ის ცნობით, ასობით ადამიანმა უკვე დაჯავშნა მოგზაურობა SpaceShipTwo -ზე. მოგზაურობის ღირებულება 450,000 დოლარია.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

აფრენა ნიუ-მექსიკოში მდებარე კოსმოსური პორტიდან მოხდა. SpaceShipTwo კოსმოსურმა თვითმფრინავმა სუბორბიტულ სივრცეს დაახლოებით 58 წუთში მიაღწია.

SpaceShipTwo გაშვებულია VSS Unity-ის გადამზიდავი თვითმფრინავიდან დაახლოებით 15 კმ სიმაღლეზე. მისიას Galactic 01 ეწოდა

ლაინერის მგზავრები რამდენიმე წუთის განმავლობაში უწონად მდგომარეობაში იყვნენ და კოსმოსის სიბნელის ფონზე დედამიწას ხედავენ.

Galactic 01 -ს ესწრებოდნენ იტალიის საჰაერო ძალების და იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოს წარმომადგენლები, რომლებმაც 2019 წელს კოსმოსში გამგზავრების ნებართვა სუბორბიტალური კვლევის ჩასატარებლად გასცეს.

კომპანიის შემდეგი კომერციული ფრენა აგვისტოს დასაწყისში განხორციელდება და მერე კი Virgin Galactic -ი კოსმოსში ყოველთვიურად იფრენს.

500505068