რუსულმა ავიაკომპანია Red Wings მა ნოვოსიბირსკი – ბათუმის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები რუსული წარმოების Tu-204 და Tu-214 ტიპის თვითმფრინავებით, ზაფხულის სეზონზე კვირაში ორჯერ შესრულდება (ორშაბათობით და ხუთშაბათობით, ხოლო უკან დაბრუნება – ოთხშაბათობით და კვირაობით). პირველი რეისი 25 მაისს შედგება.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 19 მაისს აღდგა. ფრენებს რუსული კომპანიები Azimuth , Red Wings და ქართული Georgian Airways ასრულებენ – ეს უკანასკნელი თბილისიდან, მათ შორის, ნოვოსიბირსკის მიმართულებითაც დაფრინავს.


