ავიაკომპანია

თბილისი სეული – ახალი პირდაპირი მიმართულება თბილისის აეროპორტიდან

კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია T’way Air -ი სეული თბილისი პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, დანიშნულ ავიაკომპანიებს ორივე ქვეყნიდან უფლება აქვთ არა მხოლოდ ჩარტერული, არამედ რეგულარული ფრენებიც განახორციელონ.  ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია T’way Air -ს უკვე მიანიჭა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068