fbpx
აშშ ვიზა

თბილისში აშშ-ის საელჩომ J1 Summer, Work and Travel კატოგორიის ვიზაზე გასაუბრებები განაახლა

“აშშ-ის საელჩო გატყობინებთ, რომ 4 აპრილის დილისთვის გამოიყო სავიზო გასაუბრების ჯავშნები J1 Summer, Work and Travel კატოგორიის ვიზაზე. (ამავე კატეგორიას მალე სხვა გასაუბრების დღეებიც დაემატება). დარეგისტრირდით ბმულზე: https://www.ustraveldocs.com/ge_ge/“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

რას მოიცავს J1 კატეგორიის ვიზა

J-1 ვიზა – ეს სპეციალური კატეგორიის ვიზაა, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის ან სხვადასხვა პროგრამების მონაწილეებისთვის. მაგალითად, “სახლში დამხარეს” (Au-pair) აქვს უფლება მიიღოს J-1 კატეგორიის ვიზა. J-1 ვიზისთვის ძირითადი მოთხოვნაა სპონსორის მოძიება, მსურველი რომელიც მიგიღებთ თავის პროგრამაში.

J-1 – ეს არის ფართო მოქმედების ვიზა, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა ჯგუფის პროგრამებზე, კურსებზე და კატეგორიებზე. თქვენ გჭირდებათ J-1 ვიზა, თუ თქვენ მიეკუთვნებით რომელიმე ნახსენებ კატეგორიას, იმის მიუხედავად, იღებთ თუ არა ფინანსურ მხარდაჭერას დამსაქმებლისგან ან სტუმრობთ შტატებს პროგრამის ფარგლებში.

Au-pair

ეს არის სახლში დამხმარე სხვა ქვეყნიდან, რომელიც მუშაობს მიმღებ ოჯახში, შტატებში. როგორც წესი, ამ პროგრამის მონაწილეს მოუწევს ბავშვების მოვლა და სახლის ზოგიერთი ძირითადი სამუშაოს გაკეთება გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. თუ თქვენ ხართ Au-Pair -ის პროგრამის წევრი, რომელმაც მოძებნა თქვენთვის მიმღები ოჯახი, ამ შემთხვევაში თქვენ უკვე გაქვთ შანსი J-1 ვიზა მიიღოთ.

ავიაბილეთების შესაძენად მოგვწერე ან დაგვირეკე 500505068

500505068