fbpx
ავიაკომპანია

Air Iveria ახალი ეროვნული ავიაკომპანია საქართველოსთვის

2024 წლიდან ახალი ეროვნული ავიაკომპანია – Air Iveria გეგმავს ოპერირებას. ავიაკომპანია 3 ან 4 თვითმფრინავით დაიწყებს ოპერირებას, სამომავლოდ კი Air Iveria-ს საავიაციო პარკი სულ მცირე გასამმაგდება.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

2023 წლის, 23 მარტს ავიაკომპანია – Air Iveria -ისა და Airbus -ს შორის გაფორმდა ექსკლუზიურ თანამშრომლობის შეთანხმება. როგორც ავიაკომპანიის დამფუძნებლებმა ირაკლი გიორგობიანმა და თენგიზ ტყეშელაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადეს, Air Iveria და „Airbus“-ი ახალი ქართული ავიაკომპანიის საოპერაციო მოდელსა და მდგრადი განვითარების გეგმას ერთობლივად მოამზადებენ.

თენგიზ ტყეშელაშვილი 23 წელზე მეტია, რაც 8 ქვეყნის სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში, მათ შორის – McKinsey & Company-ში, Speedinvest-ში, Groupon-სა და Qatar Wealth Fund-ში მოღვაწეობს.

air iveria

ირაკლი გიორგობიანს აქვს 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საბანკო, ბიზნეს კონსულტაციის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და საჯარო და კერძო სექტორში. მოღვაწეობდა საქართველოს ბანკში, BMI Partners-ში და საერთაშორისო კომპანია Cobra Instalaciones y Servicios SA.

რატომ გადაწყვიტეთ ამ რთული პროექტის განხორციელება?

თენგიზ ტყეშელაშვილი, Air Iveria-ს თანადამფუძნებელი: ეს ჩემი ბოლო 20 წლის ოცნებაა. არასდროს მიყვარდა მუშაობა ან მოღვაწეობა ისეთ სფეროში, რომელიც არ მომწონს. მირჩევნია არაფერი მქონდეს, მაგრამ ის საქმე არ ვაკეთო, რაც არ მიყვარს. როგორც ვთქვი, ეს ჩემი ოცნების საქმეა და მინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს საკუთარი ძლიერი ავიახაზები, რომელიც დარგის მთლიან ეკოსისტემას განავითარებს, მათ შორის მასთან დაკავშირებულ სფეროებს – ტურიზმს, აეროპორტებს, გადაზიდვებს და ა.შ. მთლიანობაში, 2030 წლისთვის, Air Iveria საქართველოს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შემატებს წლიურად.

ირაკლი გიორგობიანი, Air Iveria-ს თანადამფუძნებელი: ჩემთვისაც ეს პროექტი სრულად სცდება მხოლოდ მოგების მიღების მიზანს, ეს პროექტი ქვეყნის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობის განვითარების, ექსპორტისა და უცხოური ინვესტიციების ხელშემწყობი საშუალებაა. ძლიერი ავიახაზები კატალიზატორია, ტურიზმის, მომსხურეობის სექტორის, აეროპორტების, ლოჯისტიკურ სექტორისა, და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილების შექმნისა და განვითარების. ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან და მდგრად განვითარებას. ეს დიდი ეროვნული პროექტია და მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს არის რეალურად ყველაზე დიდი ეროვნული კომპანიის შექმნის მიზანი.

როგორ შედგა თქვენი და „ეარბასის“ თანამშრომლობა?

ჩვენი პროექტის წარმატებით რეალიზებისთვის, მნიშვნელოვანია ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა და გათვალისწინება, ბაზრის კონიუნქტურისა და ტენდენციების შეფასება და ანალიზი, ინდუსტრიის მნიშვნელოვან მონაწილეებთან კავშირების დამყარება და ხელსაყრელი თანამშრომლობის ფორმირება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს მიერ პარტნიორ კომპანიად არჩეული იქნა Airbus-ი რომელმაც მოიწონა და გაიზიარა ჩვენი ხედვები, გამოცდილება და რეპუტაცია. აღსანიშნავია, რომ Airbus-იც ჩვენსავით უყურებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ჰაბს მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და ასევე სჯერა, რომ ქვეყნის ავიახაზებს მთლიანობაში ბაზრის 50-60% მაინც უნდა ეჭიროს, რომელიც მსოფლიო პრაქტიკით ნატურალური ბაზრის წილია ნაციონალური ავიახაზებისთვის. სამწუხაროდ, ამჟამად ქართული ავიახაზების წილი 6-8%-ს არ აღემატება, რაც გაშვებული შესაძლებლობა ტურიზმის განვითარებისთვის და ქვეყნის როგორც სატრანზიტო ჰაბის ფორმირებისთვის.

თქვენ ახსენეთ საქართველო, როგორც ჰაბი, ანუ ავიახაზები ტრანზიტზეც იმუშავებს?

რასაკვირველია, ჩვენი ქართული ავიახაზების ბრუნვის მნიშვნელოვანი წილი ტრანზიტზე იქნება გათვლილი – ტრანზიტი აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში და პირიქითაც. საქართველოს ამისთვის უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს.

მომხმარებლის რა სეგმენტზეა გათვლილი Air Iveria, როგორი იქნება ფასები?

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი იქნება მაღალი და ხოლო ფასები ხარისხთან შესაბამისად ადეკვატური. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებელი კონკურენტებს ჩვენს სერვისს ამჯობინებს.

გარდა ამისა, გვექნება ძლიერი ლოიალობის პროგრამა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მომხმარებელი ამ ლოიალობას გაჰყვება, გამოუვა, რომ საკმაოდ შეღავათიან ფასებში იფრენს.

წყარო: კომერსანტი

ავიაბილეთების შეძენაში FlyAvia.Ge -ს გამოცდილი ოპერატორები დაგეხმარებიან, დაგვირეკე 500505068