მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines -ი სალონიკი – თბილისი – სალონიკის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ფრენები 2023 წლის 22 მაისიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.
Aegean Airlines -ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ავიაკომპანიამ 2021 წლის ივნისიდან განაახლა.