დაბალბიუჯეტიანმა კომპანია Wizzair -მა, რომელიც ფრენებს ქუთაისიდან ევროპის 20-ზე მეტ ქალაქში ახორციელებს, ბორტზე ასატანი უფასო ნივთების ჩამონათვალიდან კისრის ბალიში ამოიღო.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068„თუ გსურთ ბორტზე კისრის ბალიშის ატანა, ის ხელბარგში უნდა იდოს. თუ ხელბარგი აღემატება დაშვებულ ნორმას, ის შეიძლება ჩაითვალოს დამატებით ნივთად და დაექვემდებაროს დიდი ან დამატებითი ბარგის ტარიფს“, – წერია კომპანიის ვებსაიტზე.
მიმდინარე წესების მიხედვით, სტანდარტული ბილეთის შეძენის შემდეგ მგზავრს შეუძლია ბორტზე უფასოდ აიტანოს:
- ან ლეპტოპის ჩანთა;
- ან ჩანთა;
- ან პატარა ზურგჩანთა.
თვითმფრინავში ატანილი უფასო ბარგი შეიძლება იყოს 10 კგ-მდე და ზომებით კი უნდა იყოს 40 x 30 x 20სმ.
უფასო ნივთების ჩამონათვალში რჩება:
- ქურთუკი;
- ტელეფონი;
- ბორტზე საკითხავი მასალა;
- Duty Free-ში ნაყიდი ნივთები;
- ფრენის დროს გამოსაყენებელი ჩვილის საკვები;
- ყავარჯენი / ეტლი.



