WizzAir ქუთაისი – ლიონის მიმართულებით ფრენებს აჩერებს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068ქუთაისი–ლიონის მიმართულებით ფრენები 2026 წლის 22 ოქტომბრიდან შეჩერდება. ავიაკომპანია მუდმივად აკვირდება თავისი მარშრუტების შედეგებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ქსელი მაქსიმალურად პასუხობს მგზავრების მოთხოვნას და ყველაზე პოპულარულ მიმართულებებზე მომხმარებლებს ყველაზე კონკურენტულ ტარიფებს სთავაზობს.
სტანდარტული პრაქტიკის ფარგლებში, ავიაკომპანია ამ შეფასებების შედეგებზე დაყრდნობით რეგულარულად ახდენს საკუთარი მარშრუტების ქსელის ოპტიმიზაციას.
მგზავრებმა, რომლებმაც ბილეთები პირდაპირ wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეიძინეს, უკვე მიიღეს ელექტრონული შეტყობინება ხელმისაწვდომი ვარიანტების შესახებ. მათ შორისაა ალტერნატიული სამოგზაურო გადაწყვეტები ან თანხის სრული დაბრუნება გადახდის თავდაპირველი მეთოდით ან WIZZ კრედიტის სახით.
WizzAir მომავალშიც გააგრძელებს ბაზარზე არსებული შესაძლებლობებისა და პოტენციური მოთხოვნის შეფასებას, რათა მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს




