fbpx
ქუთაისის აეროპორტი

11 თვეში ქუთაისის აეროპორტი 1 514 280 მგზავრს მოემსახურა

2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

მათი ცნობით, 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1,514,280 მგზავრი გაატარა. რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105 %-ით აღემატება. (2022 წლის იანვარ-ნოემბერი 665,732 მგზავრი).

„ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 4,504 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-ნოემბერი 737,478 რეისი)“, – აცხადებენ გაერთიანებაში.

მათივე ცნობით, ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86%-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 133,732 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ნოემბერი 71,746- მგზავრი).

„მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვანი ზრდაა ნოემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების კუთხითაც და 56 % ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბერში 417 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ნოემბერი 268 რეისი)“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizzair -ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.

იაფი ავიაბილეთები -ს შესაძენად დაგვირეკეთ 500505068

500505068