fbpx
აეროპორტები

„2023 წელს საქართველოს აეროპორტები მინიმუმ 3.5 მილიონ მგზავრს მოემსახურება“ – ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის პროგნოზით, საქართველოს აეროპორტები 2023 წელს, ჯამში, მინიმუმ 3.5 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ ამის თქმის საშუალებას 2022 წელს, პანდემიის შემდეგ 90%-ით აღდგენილი მგზავრთნაკადის მონაცემები აძლევს.

„2022 წელს პანდემიის შემდეგ აღდგენის დინამიკა წინასწარ პროგნოზებს 1.5 – 2 წლით ასწრებს. 2023 წელს კი ბევრად უკეთეს შედეგს ველოდებით. მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონ მგზავრს გადავაჭარბებთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან კარგი შედეგით მუშაობენ ის აეროპორტებიც, რომლებიც შიდა ფრენებს ახორციელებენ – მესტიის აეროპორტით მისი არსებობის მანძილზე 60 000-მდე მგზავრმა ისარგებლა, სადაც 2023 წელს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება იგეგმება, როგორიცაა ტერმინალის რეაბილიტაცია და ა.შ.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ვგეგმავთ, ფრენების რაოდენობა ქუთაისი-მესტიის მიმართულებით გავზარდოთ, აქ ძირითადი ინტერესი ტურისტების მხრიდანაა. ასევე, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება რამდენიმე მიმართულება დაემატოს შიდა ფრენებში, ამ ეტაპზე ბაზრის კვლევის პროცესში ვართ,“ – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 441 316 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 78%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით, 2019 წლის მაჩვენებლის კი 85%-ს შეადგენს.

ავიაბილეთები

სასტუმროები

500505068