fbpx
აეროპორტი

9 თვეში საქართველოს აეროპორტები 4 541 502 მგზავრს მოემსახურნენ

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა. 9 თვეში აეროპორტები 4 541 502  მგზავრს მოემსახურნენ.  წლიურად ზრდა 37%-ია, 2019 წელთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 9.6%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად,  2022 წლის  იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 278 007 მგზავრს მოემსახურნენ, ეს მაჩვენებელი 2019 წელს 4 139 955 იყო.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მგზავრების 61% თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო, ჯამში 2 782 561 მგზავრი. მხოლოდ მესამე კვარტალში თბილისის აეროპორტს  1 195 065 მგზავრი სტუმრობდა, აქედან 586 133  ქვეყანაში შემოსვლა,  608 932  კი გასვლაა.  2022 წლის 9 თვეში აეროპორტი 2 172 312 მგზავრს მგზავრს მოემსახურა.

გასულ 9 თვეში 1 243 762 მგზავრი მიიღო ქუთაისის აეროპორტმა. მათ შორის 560 893 მგზავრი მესამე კვარტალში.  2022 წლის სამ კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ს მეშვეობით გადაყვანილ იყო 608 270 მგზავრი.

შსს -ს მონაცემებით, სამ კვარტალში 515 179 ადამიანი მიიღო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა. ყველაზე მეტი მგზავრი 280 170 მგზავრი  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ივლის – სექტემბრის პერიოდში სტუმრობდა.

500505068