fbpx
indigo

რეკორდული გარიგება: ინდოეთი AIRBUS-ისგან 500 თვითმფრინავს შეიძენს

ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გარიგება წარმატებით შედგა. ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია IndiGo ევროპული Airbus-ისგან 500 თვითმფრინავს შეიძენს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

რეკორდული შეკვეთა 2030-დან 2035 წლამდე პერიოდში უნდა შესრულდეს და მისი მოცულობა 50 მილიარდ დოლარს აღწევს. თითოეული A320 ტიპის თვითმფრინავის საშუალო ღირებულება 100 მილიონი დოლარია და ყოველი მათგანი უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

ამ გარიგების შედეგად, IndiGo -ს ფლოტი 1,330 თვითმფრინავამდე გაიზრდება, თუმცა კომპანია არ გამორიცხავს, რომ მომდევნო წლებში შესყიდვების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს.

2006 წელს დაფუძნებული IndiGo ინდოეთის ბაზრის 62%-ს აკონტროლებს და ის ყოველწლიურად ასობით მილიონ მომხმარებელს ემსახურება. მოგეხსენებათ, ინდოეთის მოსახლეობა დაახლოებით 1.5 მილიარდია, შესაბამისად, ასეთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მსგავსი ტიპის, კოლოსალური კონტრაქტებია საჭირო.

თავად კომპანია Airbus-ი 1970 წელს დაფუძნდა და ის უმსხვილესი ევროპული ავიამწარმოებელია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 115 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ წელიწადში 43%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.