საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways -ი იწყებს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways -ი ლარნაკა-თბილისი-ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 ივლისიდან შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას.
ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Cyprus Airways -ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიანიჭა.
შეგახსენებთ, ლარნაკას მიმართულებით პირდაპირ რეისებს ქუთაისის აეროპორტი -დან ავიაკომპანია wizzair ასრულებს.