british airways

ლონდონი თბილისი პირდაპირი ფრენა British Airways -ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, British Airways -თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. British Airways -ი საქართველოს ავიაბაზარზე 2025 წლიდან შემოვა და მომდევნო წლის 30 მარტიდან, ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

“საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად პირდაპირი ფრენა ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ British Airways -ს აქვს ძალიან კარგი კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებით გაუმჯობესდება დაკავშირებადობა როგორც ბრიტანეთთან, ასევე ამერიკის კონტინენტთანაც, რადგან დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზე.

British Airways -ის საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. გარდა ამისა, ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო – ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას.

British Airways -ი მსოფლიოს 190 მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.

ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ასევე აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია”,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისი ლონდონი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 572 -დან
28 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 432 -დან
8 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 439 -დან
30 იანვარი 20276 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 467 -დან
24 თებერვალი 202727 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 541 -დან
27 მარტი 20273 აპრილი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 453 -დან
2 აპრილი 20273 აპრილი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 677 -დან
1 მაისი 202711 მაისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 713 -დან
19 ივნისი 202726 ივნისი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 759 -დან
3 ივლისი 202717 ივლისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 059 -დან
1 აგვისტო 202731 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 862 -დან
27 სექტემბერი 20274 ოქტომბერი 20272 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 818 -დან

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068