edelweiss air

Edelweiss – აპრილიდან ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები იწყება

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, Lufthansa -ს ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი თბილისი ციურიხი ს მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ორწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines -ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.

თბილისი ციურიხი პირდაპირი რეისები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
11 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026Edelweiss Airავიაბილეთები 1 171 -დან
20 დეკემბერი 202626 დეკემბერი 2026Edelweiss Airავიაბილეთები 1 687 -დან

 

ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068