wizzair

WizzAir უკრაინაში ფრენების სწრაფ აღდგენას გეგმავს

WizzAir გეგმავს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინაში ფრენების სწრაფ აღდგენას, ამ შესახებ Reuters -სთან საუბრისას ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ვარადიმ განაცხადა. მისი თქმით, ვიზეარი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტიდან 6 კვირაში უკრაინიდან 30 მიმართულებით აღადგენს რეისებს და ყკვე არსებობს რეისების განახლების კონკრეტული გეგმაც.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

ვარადიმ აღნიშნა, რომ ევროპული ავიარეგულატორის EASA შეფასებით, უკრაინაში საჰაერო სივრცის უსაფრთხო გახსნისთვის საჭირო იქნება 6 დან 8 კვირამდე და WizzAir ამისთვის უკვე ემზადება.

უკრაინაში ომის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ კი Wizz Air გეგმავს საკუთარი ბაზის გახსნას კიევსა და ლვოვში, მანამდე კი ფრენებს ავია ხომალდები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზებიდან შეასრულებენ.

ავიაკომპანიის ცნობით, უკრაინაში ომის დასრულების პირველ წელს მთლიანი ადგილების მოცულობამ შესაძელოა შეადგინოს 5 მილიონ ადგილს, ხოლო მიმართულებების ჯამურმა რაოდენობა გაიზარდოს 60 -მდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ WizzAir -ის განცხადებამდე, უკრაინის ბაზარზე დაბრუნების სერიოზული სურვილი ევროპის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair -ის ხელმძღვანელმა გამოთქვა

 

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068