დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია

11 რჩევა როგორ შეიძინო 2025 წელს ავიაბილეთები იაფად

როგორც ყველას, შენც გსურს დაზოგო თანხა ავიაბილეთებზე – ჩვენ მოგიმზადეთ რამოდენიმე გამოცდილი და სანდო მეთოდი, რომელიც დაგეხმარება 2025 წელს ავიაბილეთების იაფად შეძენაში, მნიშვნელობა არ აქვს სად ან რამდენი ხნით გეგმავ გამგზავრებას – ევროპაში თუ აზიაში,  FlyAvia -ს რჩევები დაგეხმარება თანხის დაზოგვაში და ავიაბილეთის შეძენის პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

შეგახსებთ, რომ FlyAvia უკვე 3 წელიწადზე მეტია რაც ქართულ და უზბეკურ ბაზარზე ოპერირებს, წარმატებით ვემსახურებით როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ თქვენი სამოგზაურო ხარჯები და გავამარტივოთ პროცედურები, ამიტომ გთავაზობთ 11 რჩევას რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებაში.

1. გამოიწერე FlyAvia -ს WhatsApp არხი

აუცილებლად გამოიწერე FlyAvia WhatsApp არხი სადაც ყოველდღიურად მიიღებ ფასდაკლებებზე, ავიასიახლეებზე და ტურებპაკეტებზე ინფორმაციას. ამ გზით პირველი გაიგებ ფასდაკლების შესახებ და ყველაზე იაფად შეძლებ ავიაბილეთების თუ ტურპაკეტების შეძენას.  გახდი გამომწერი

2. დაჯავშნე ნაადრევად, მაგრამ ძალიან არ იჩქარო

რაც უფრო ახლოსაა ფრენა, ავიაბილეთები უფრო ძვირია. საერთაშორისო რეისებზე ავიაბილეთების შესაძენად ყველაზე ოპტიმალური პერიოდია გამგზავრებამდე 3-6 თვით ადრე. თუმცა ავიაბილეთები ზედმეტად ადრეც არ უნდა შეიძინოთ, როდესაც უკვე დაზუსტებული გაქვთ მოგზაურობის თარიღები, დაიწყეთ ფასების გადამოწმება და აწარმოეთ პირადი დაკვირვება.

3. მოქნილი თარიღები – თქვენი საუკეთესო მეგობარია

ხშირად არის რომ ერთი და იგივე მიმართულებით ფასებს შორის შესაძლოა ძალიან დიდი სხვაობა გამოგივიდეთ თუ გადამოწმებისას 1 ან 2 დღეს გადაანაცვლებთ. ეცადეთ ძიებისას აქცენტი გააკეთოთ კვირის შუა დღეებზე (სამშაბათი და ოთხშაბათი) – ხშირად ეს დღეები უფრო იაფია ვიდრე შაბათი ან კვირა.  მოქნილი თარიღებით ყველაზე იაფიანი ავიაბილეთების მოძიება შეგიძლიათ ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე FlyAvia.ge ან დაგვირეკე 500505068 და ოპერატორი დაგეხმარება.

4. გადაამოწმე ფრენები სხვადასხვა აეროპორტიდან

ხშირად ხდება ისეც რომ სხვა ახლო მდებარე ქალაქის აეროპორტიდან ფრენა უფრო იაფი იყოს, რითაც მნიშვნელოვან თანხას დაზოგავთ, ამიტომ ყოველთვის გადაამოწმეთ ხომ არ არის ახლო ქალაქიდან თქვენთვის საინტერესო რეისები უკეთეს ფასად.

5. გადაამოწმე ავიაბილეთების კალენდარზე

იაფი ავიაბილეთების მოძიების კიდევ ერთი კარგი ხელსაწყოა ავიაბილეთების კალენდარი , რაც საშუალებას გაძლევთ სასურველი მიმართულებით მთელი წლის განრიგზე თვეების და დღეების მიხედვით შეარჩიოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები. კალენდარის დახმარებით თქვენ აღარ მოგიწევთ ინდივიდუალური რიცხვებით გადამოწმება, მიმართულების ჩაწერით ერთიან სურათს ხედავთ, რაც დაგაზოგინებთ დროს და ფინანასებს.

6. შეადარე ერთი გზის ბილეთი ორმხრივს

ხშირად გაგვიგია რომ თუ შევიძენთ ორმხრივი ავიაბილეთს ეს უფრო მომეგებიანია, თუმცა ხშირად ხდება ისეც რომ ორმხრივის დაყოფა და თითო გზის ცალ-ცალკე შეძენა უფრო იაფი დაგიჯდებათ, ამიტომ შეძენამდე ორივე შემთხვევა გადაამოწმეთ და შეადარეთ შედეგები ერთმანეთს.

7. დაგროვე ბონუსები და მილები

აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა ავიაკომპანიების ლოიალურობის პროგრამაში და დაიწყეთ ფრენებზე ქულების ან მილების დაგროვება, რისი გამოყენებაც მომავალში შეგეძლებათ სხვა მოგზაურობის დაფინსება ან ეკონომიდან ბიზნეს-კლასზე ასამაღლებლად.

8. ძიება ინკოგნიტო რეჟიმში

შესაძლოა თქვენც დაკვირვებიხართ, როდესაც იწყებთ ავიაბილეთების გადამოწმებას და ერთი და იგივე მიმართულებაზე ხშირი მცდელობების დაფიქსირებისთანავე ავიაკომპანიის საიტები ფასებს წამების შუალედში აძვირებენ, ამის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენეთ ბრაუზერის ინკოგნიტო ვერსია.

9. არ დააიგნორო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები შეთავაზებების სახით ხშირად მოკლევადიან დროში გასაყიდად გამოაქვთ დაბალფასიანი ავიაბილეთები, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობები, თუმცა აუცილებლად გაეცანით შეთავაზების გამოყენების წესებსა და პირობებს.  თუ დახმარება დაგჭირდება აუცილებლად დაგვირეკე 500505068 და ჩვენ ყველაფერს გადავამოწმებთ.

10. განიხილეთ დაპაკეტებული შეთავაზებებიც

როდესაც ყიდულობთ ტურპაკეტს ან ავიაბილეთებს სასტუმროსთან ერთად და ჯავშნით ტრანსფერსაც, FlyAvia სგან ყოველთვის იღებთ ფასდაკლებებს, როგორც მთლიან მოგზაურობაზე, აგრეთვე ბარგზე, ასევე უფასოდ გეკუთვნით სამოგზაურო დაზღვევა და როუმინგ ინტერნეტი. მეტი ინფორმაციისთვის დაგვირეკე 500505068

11. ნაწილ ნაწილ გადახდა

FlyAvia გთავაზობთ ავიაბილეთების, სასტუმროს, ტრანსფერის და შედგენილი ტურპაკეტის შეძენას საქართველოს ბანკის ნაწილ ნაწილ გადახდით, რაც საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ დღეს, მაგრამ გადახდა გაანაწილოთ 4 ტოლ ნაწილად უპროცენტოდ, იხდით იმას რაც ღირს სერვისი, არც ერთი თეთრით მეტს. დეტალებზე დაგვირკე 500505068

ავიაბილეთების იაფად შეძენა რეალურია მთავარია გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები, გამოიყენე მოქნილი თარიღით ძიება, დაიწყე მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვა და ისარგებლე FlyAvia.Ge -ს ბენეფიტებით, გარდა დაზოგვისა მიიღებ უამრავ სამოგზაურო სერვისს სრულიად უფასოდ.

 

თუ ჩვენთან პირადი კონსულტაცია დაგჭირდება დაგვირეკე 500505068